logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: „ახალი საქართველო“ მეთოდები დაგიძველდა!
- +

12 აგვისტო. 2019. 15:17

 

 

 

ამ დილით გავხსენი თუ არა ჩემი „კომპი“ სასწაული ინფო დამხვდა, - „ახალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრ, ვინმე თამთა შამათავას გამოუკვლევია და დაუდგენია „ქართული ოცნების“ ნეპოტიზმის ფაქტები. შამათავას განცხადებით, კვლევის შედეგად გამოუკვეთავს, რომ თბილისსა და რეგიონებში მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, სხვადასხვა საჯარო უწყებაში წამყვან პოზიციებს იკავებენ და ამას მოჰყვება შამათავას კომენტარები, რა საშინელ დღეში ვართ ამისა და გამო... უკაცრავად კი ვარ მაგრამ, თუ ჩემი ქმარი თანამდებობის პირია, ან შვილი, მე არა მაქვს უფლება რო ვიმუშაო? თუ არა და, აჰა, აქაა თქვენი ქვის გამხეთქი კვლევის შედეგები და იქნებ თითი დაადოთ და ბრძანოთ, რომელია წამყვანი პოზიცია, მაგრამ რაღა თითს დაადებთ, დახეთქილი გაქვთ თითები თითებიდან გამოწოვილი კვლევის შედეგებით!!! ისე, შამათავას სახით სუსტი და უნიჭო მკვლევარის ნაკვლევთან რომ გვაქვს საქმე, კარგად ჩანს, თორემ, თანამდებობის პირები ვიცი და მათი ცოლები კი არა, მთელი სანათესაო და სამეზობლო რომ დასაქმდა... „ეეეჰ, ნიჭი ძამიკო ნიჭი, გალაკტიონბა ბრძანა“

 

ესეც დასაშამათებელი შამათაური ნაკვლევ-ნაცოდვილარი - პარტია „ახალი საქართველოს“ ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

 

„1. ვაკის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ცოლი, თამარ აბზიანიძე მუშაობს სს საქრუსენერგო”-ში (სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა).

 

  1. დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის მეუღლე, არჩილ ჩხარტიშვილი - სახელმწიფო კანცელარიაში, პრემიერის მრჩეველი.

 

  1. გლდანის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ცოლი, ინგა კორკოტაძე მუშაობს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

 

  1. საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ცოლი, მაია უსუფაშვილი მუშაობს საქრუსენერგო”-ში, ქონები მართვის და კორპორატიული ურთიერთობების სპეციალისტი.

 

  1. სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის ცოლი, მარიამ ინანაშვილი 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის მმართველად.

 

  1. ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის მეუღლე, ლიკა დენტოშვილი მუშაობს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტად.

 

  1. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ცოლი, მანანა პატარკაცაშვილი მუშაობს ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. ასევე, ააიპ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში, სადაც ის სამეურნეო ნაწილის გამგეა.

 

  1. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ცოლი, ქეთევან ტატიაშვილი მუშაობს გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოში უფროს სპეციალისტად.

 

  1. ასპინძის მერის, როსტომ მაგრაქველიძის ცოლი, მაკა ბერიძე მუშაობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზ. ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად.

 

  1. ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის რძალი, ელისაბედ ოსიძე, არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის უფროსი, შვილი, არკადი უნანიანი კი რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელია.

 

  1. თერჯოლის მერის, ბონდო თედორაძის ცოლი, ირმა ჩაფიჩაძე მუშაობს იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სივრცის კორდინატორის პოზიციაზე.

 

  1. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ცოლი, თამთა ფოფხაძე მუშაობს ააიპ - ქ.ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

 

  1. ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის ცოლი, რუსუდან მდინარაძე მუშაობს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანებაში. დედა, როზა გოგუაძე პოფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

  1. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძს მეუღლე, ნესტან ფუტკარაძე დასაქმებულია, შუახევის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის ცენტრში.

 

  1. წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის მეუღლე, ცირა ბერეკაშვილი მუშაობს ააიპ-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“, - აცხადებენ პარტიაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner