logo_geo
eng_logo
12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

12 აგვისტო. 2019. 18:18

 

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

 

წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ ცოტნე დადიანის მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.

 

ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული, წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner