logo_geo
eng_logo
თბილისელი ქალის დღიურები - სოხუმი 20 წლის მერე...
- +

ავტორი მაია კახიძე

4 ივნისი. 2016. 01:03

საქმე ის არის, რომ ამ ფოტოებს თავად რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჩვენ კი იმას ვხედავთ, რა გააკეთა, როგორ "ააშენ - დაამშვენა ძმურმა მოსკოვმა" სოხუმი და მთლიანად აფხაზეთი. მძიმე საყურებელია... გული თავისით ტირის... მე ზღაპარივით დამირჩა ფიქრებში ჩემი სოხუმური ბოლო სტუმრობა. 15 დეკემბერს ჩამოვფრინდი თბილისში. 22 - ში ე.წ. "ბუნკერი" დაიწყო და მორჩა... ჰო, მორჩა!... საახალწლო კონცერტებზე უნდა ჩავსულიყავი 29- ში და 30-ში. მალევე გავიგე, ის შენობა, კომპოზიტორთა სასტუმრო, სადაც მე ვცხოვრობდი იმ ბოლოჯერ, ომის პირველ დღესვე დაუბომბიათ... რამდენი ვიტირე... ფოტოებიც გამიქრაა... აი, ის ფოტოები, მშვიდობიან სოხუმში რომ გადავიღე, ბულვარში... მაშინ ქვითარს გაძლევდნენ და პატიოსნად გიგზავნიდნენ ფოსტით... ამაზე მოგვიანებით ლექსიც დავწერე - ფორთოხლისფერი ქალი. დღეს კი გვერდი ვერ ავუარე ამ სევდიან და ტკივილიან ფოტოებს, ყველამ მინდა ნახოთ... განა არ ვიცით, მაგრამ... მაპატიეთ, თუ ვინმეს ამ ფოტოების გამომზეურებით გული ავუჩუყე...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner