„თავისუფალი დემოკარტების" ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე საუბრობს. ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაფერს გააკეთებს ამ საქმის გამოძიებისთვის.
„საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა დღეს მინიშნება გააკეთა, რომ ალექსი პატრიაშვილზე თავდასხმა პირადი მოტივით მოხდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მერე ვისაუბროთ. ბათუმიდან თბილისამდე 100 ადამიანი შემხვდა და ყველა ალექსისთან მაბარებდა მოკითხვას. ალექსი არ არის ის კაცი და არ უცხოვრია ისე, რომ საფლავის ქვის უკან დამალულმა ნაძირალამ მოკლას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.