logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: თამარ სანიკიძე დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობდა
- +

ავტორი ანა ფერაძე

4 ივნისი. 2016. 01:26


არჩილ გამზარდია განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და დადებითად აფასებს მის შეცვლას. გამზარდიას თქმით, გარკვეული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია და კარგი იქნება თუ ნაკლებად დადებითი რეპუტაციის მქონე მინისტრების გადახალისება მოხდება.



„ამ წლების განმავლობაში განთლების სამინისტროს ეფექტურ მუშაობას ვერ ვხედავდი. ხშირად მინისტრის პოზიციები  ჩემთვის გაუგებარი იყო. თუნდაც ბოლო სამიტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში.

 

თამარ სანიკიძე არ იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად დადებითი იმიჯით სარგებლობდა ან განსაკუთრებული პატივისცემას იმსახურებდა განათლების სფეროში მყოფი ადამიანებისგან.

 

ადრე მის მიმართ მძაფრი კრიტიკით გამოვდიოდი, მაგრამ დღეს, როგორც ყოფილი მინისტრის  მიმართ უფრო ლოიალური ვიქნები და ვიტყვი, რომ როგორც ჩვენ გვყავს ეფექტური სასჯელაღსრულების მინისტრი, რომელმაც სასწაულები მოახდინა და შეგვიძლია მკაცრად და მკაფიოდ დადებითი ვილაპარაკოთ, მინიმუმ ვიტყოდი, რომ გაგვიჭირდება, თამარ სანიკიძის მიმართ იგივე შეფასება გავაკეთოთ.

 

მიმაჩნია, რომ კარგი გადაწყვეტილებაა განათლების მინისტრის შეცვლა.

 

ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში, არა მხოლოდ პიროვნული, არამედ პროფესიული ფაქტორითაც.

 

ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გვექნება. წინასაარჩევნოდ შესაძლებელია, გარკვეული გადახალისდეს მინისტრთა კაბინეტი იმ მინისტრებისაგან, რომლებიც განსაკუთრებული დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობენ", - ამბობს არჩილ გამზარდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner