logo_geo
eng_logo
კახაბერ ანჯაფარიძე: პროკურატურაში გამოკითხვაზე მდგომარეობა იყო მშვიდი და საქმიანი, თუ ისევ დამიბარებენ გამოვცხადდები
- +

13 აგვისტო. 2019. 00:45

 

„ინტერმედია +“-ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვის პროცესმა მშვიდ, კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა.

 

მისივე თქმით, თუ გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ, მზად არის, საგამოძიებო უწყებაში კიდევ მივიდეს.

 

„კითხვები ეხებოდა ზოგადად „ინტერმედიას“ საქმიანობას და „ინტერმედიასა“ და „რუსთავი 2“-ს შორის კავშირებს სხვადასხვა წლებში. ჩემი პასუხი იყო ყველაფერი ის, რაც არის რეალობა. კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ. ჩემს მიმართ ეს იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას ბრალი შეეფარდა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს არის აბსურდული და სამართლებრივი შინაარსი არ აქვს. უშუალოდ დღევანდელ დღეს რაც შეეხება, მდგომარეობა იყო მშვიდი, კონსტრუქციული და საქმიანი. თუ ისევ დამიბარებენ, გამოვცხადდები“, - განაცხადა კახაბერ ანჯაფარიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner