ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, 21 პირი დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ ყველაზე მეტად შანდუნის, ჯეძიანისა და ანხოის პროვინციები დააზარალა. შეფერხებულია საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.
9 აგვისტოს შემდეგ ტაიფუნმა ცხრა პროვინციას გადაუარა. სტიქიის გამო საშიში ზონებიდან ხელისუფლებამ 1,7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა შანხაიშიც, სადაც სანაპირო რაიონებიდან 250 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.