logo_geo
eng_logo
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
- +

13 აგვისტო. 2019. 12:20

 

აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 170,128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი  ოქროს საიუველირო და 399,7 გრ. ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ.

 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner