ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია სპორტსმენის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მუჰამედ ალი ხუთშაბათს საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
ამერიკელ მოკრივეს 1984 წელს, აქტიური სპორტის მიტოვებიდან 4 წლის შემდეგ, პარკინსონის დაავადება აღმოუჩინეს.
მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივეა, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება სამჯერ მოიპოვა. აღნიშნული ტიტული მან პირველად 1964 წელს მიიღო, ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 1974-სა და 1978 წელს განიმტკიცა.