ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.
კომპლექსის მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა.
საფეხბურთო მოედნის კომპლექსი ორ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოედანს, 500-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და დამხმარე შენობა-ნაგებობებს მოიცავს.