კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა:
ტელეიმედი - 12%-იანი ზრდა;
სტუდია მაესტრო - 51%-იანი ზრდა;
ტვ პირველი - 52%-იანი ზრდა;
ჯი-დი-ესი - 100%-იანი ზრდა;
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 39%-იანი ზრდა;
სილქნეტი - 11%-იანი ზრდა;
რუსთავი 2 - 1%-იანი ზრდა;
პალიტრა ტვ - 315%-იანი ზრდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.