logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ
- +

4 ივნისი. 2016. 11:00


 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საერთაშორისო სემინარის დასრულების შემდეგ, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განათლების ყოფილ მინისტრთან ერთად აპირებს, რომ ჩაატაროს სანიმუშო გადაბარება.



ჩვენი საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ყოველთვის კავშირშია რაღაც ლამის ანტაგონიზმთან. ჩვენმა წინამორბედებმა ადრე შექმნეს ასეთი მითი, რომ როცა მინისტრი იცვლება, ეს არის ტრაგედია და ხანდახან მედიაც ასე აშუქებს. ჩვენ ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ. ეს აბსოლუტურად ჰარმონიული პროცესია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ყველას დავანახოთ, რომ ეს გადაბარება იქნება ძალიან კონსტრუქციული. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აშენდა აქამდე და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



ჯეჯელავას განცხადებით, ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე უმაღლესი განათლება.



სასკოლო განათლების განვითარების მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, თუდაც მასწავლებელთა განვითარების, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ვფიქრობ, გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ რეგიონში მოწინავე მომწოდებელი უმაღლესი განათლების", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner