logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავა
- +

14 აგვისტო. 2019. 00:18

 

„თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან (WTO) გავა“, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „The Straits Times“ ავრცელებს.

 

მისივე თქმით, „WTO“-ს წესები სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აშშ საკუთარი გამდიდრებისთვის გამოიყენონ.

 

მაგალითად ტრამპმა ჩინეთი დაასახელა, რომლის მრეწველობამაც WTO-ში გაწევრიანების შემდეგ სწრაფი ზრდა დაიწყო. ამასთან ერთად ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი, ფაქტობრივად, სავაჭრო ომის მდგომარეობაში არიან.

 

„თუ საჭირო გახდება, დავტოვებთ ამ ორგანიზაციას. ვიცით, რომ წლების განმავლობაში გვიყენებდნენ, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, „Shell“-ის ქიმიური ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან აშშ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

 

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ 5140 დასახელების პროდუქტს 20-დან 25%-მდე ჩინეთიც ბეგრავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner