logo_geo
eng_logo
NATO-ში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს
- +

14 აგვისტო. 2019. 01:31

 

NATO-ში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს. რუსული მედიის ინფორმაციით, NATO-ში განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოდ მიფრინავდა. შესაბამისად, NATO-ს ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

 

„როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა“, - აცხადებენ ალიანსში.

 

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner