NATO-ში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს. რუსული მედიის ინფორმაციით, NATO-ში განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოდ მიფრინავდა. შესაბამისად, NATO-ს ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.
„როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა“, - აცხადებენ ალიანსში.
დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.