შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახელობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.
ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კიწიას, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას აწუხებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.