საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 6 წლამდე ასაკს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ მშობლების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია.
„მშობლის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ, რომ მშობელი თავისი შვილის მომავალზე ზრუნავს და ეს მშობლები რასაც ითხოვენ, ძალიან ბუნებრივია და სწორია, მეორე მხრივ, ჩვენ ისეთი სისტემის აშენებაზე ვზრუნავთ, რომელიც ბავშვს გრძელვადიან პერიოდში, ბედნიერ და გამართულ ადამიანად გაზრდის. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამისთვის ცოტათი ვინმესთვის გულის დაწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, ეს ნაბიჯი ერთად უნდა გადავწყვიტოთ და გადავდგათ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, ასეთ ბავშვებთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი აზრით, ძალიან მეცნიერული და სიღრმისეული საფუძველი ჰქონდა.