logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა „რუსთავი 2“-ს, უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ტელევიზიის წინაშე იდგება
- +

14 აგვისტო. 2019. 16:13

 

 

„ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტელევიზიას, უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის საგადასახადო ვალთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მინისტრი განმარტავს, ბოლო პერიოდში აქტუალურია აღნიშნული ტელევიზიის გაყიდვის საკითხი და ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს არხის დავალიანების შესახებ.a

 

„ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტელევიზიას, უნდა იცოდეს, რომ არგადახდილი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება. გაყიდვის შემთხვევაშიც, ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს რამხელა დავალიანებაზეა საუბარი. ზუსტად იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში ყიდვა-გაყიდვაზე იყო ბევრი საუბარი და არცერთხელ მკაფიოდ არ თქმულა თუ რამხელა ვალი და პასუხისმგებლობა აქვთ ბიუჯეტის წინაშე. ესეც იყო მიზეზი, რატომ მოხდა ამ თემის აქტივიზაცია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner