logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: მოვუწოდებ ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე
- +

14 აგვისტო. 2019. 17:22

 

 

„მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამასთან, მან ტელეკომპანიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ. მისი განცხადებით, მედია-ბიზნესი არაფრით უპირატესი სხვა ბიზნესებზე არ არის.

„რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, ვალის ერთად დაფარვა გაუჭირდებათ ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დადგეს, ეს არავის ინტერესშია. ამიტომ, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით.

 

ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner