logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს: მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!
- +

27 თებერვალი. 2016. 10:00



ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა, რადგან თავად სამსახურის უფროსმა საბჭოს იმ სხდომის იგნორირება მოახდინა, რომელზეც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა და ბიზნესის წარმომადგენელთა შევიწროების საკითხი განიხილებოდა.



ინტერნეტში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება, რომელშიც ასახულია სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისადმი, დაუყოვნებლივ დატოვოს სხდომათა დარბაზი, რასაც სააკაშვილი რამდენჯერმე იმეორებს.



ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ ბოიკოტირებას ახდენთ?! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! ხელშეუხებელი არავინაა! მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!" - მიმართა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს სააკაშვილმა.




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner