logo_geo
eng_logo
თურქეთში მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
- +

4 ივნისი. 2016. 12:27



სააგენტო „Reuters"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოძიების ცნობით, ქალაქ გაზიანტეპის მიგრანტების თავშესაფრის თანამშრომელი რვა სირიელ ბიჭზე სისტემატურად ძალადობდა.



გავრცელებული ცნობით, დამნაშავე სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. მსხვერპლთა ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობს. სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დანაშაული არ უარყო და განაცხადა, რომ მასთან ერთად ბავშვებზე კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ძალადობდა და ამის შესახებ ბანაკის ხელმძღვანელებმაც იცოდნენ. მისივე თქმით, სექსუალური კავშირის დამყარებამდე ის ბიჭებს ორ დოლარამდე თანხას უხდიდა.



ადვოკატების თქმით, დამნაშავის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ რვა ბავშვის მშობელმა შეიტანა, სინამდვილეში კი მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია. თუმცა მათ სასამართლოს არ მიმართეს, რადგან თურქეთიდან დეპორტაციის შეეშინდათ.



თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბანაკში 14 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. აპრილში თავშესაფარში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები გერმანიის კანცლერმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ მოინახულეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner