logo_geo
eng_logo
გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა
- +

14 აგვისტო. 2019. 19:52

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

 

თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადა და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათივე განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner