ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა.
მან აღნიშნა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.