logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება
- +

15 აგვისტო. 2019. 00:50

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობა მას მილიარდობით დოლარის ზარალად უჯდება. ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიაში (აშშ) მდებარე ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას „NBC News“ ავრცელებს.

 

ტრამპის განმარტებით, ზარალი განსაკუთრებით გამოიწვია ადვოკატების დაქირავებამ, რათა ის სასამართლოებში სხვადასხვა დავის დროს დაეცვათ.

 

„მაგრამ ეს მე არ მაღელვებს. ჩემთვის სულ ერთია. თქვენ იცით, რომ თუ მდიდარი ხარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, დიდი საქმის კეთება მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner