მსოფლიოში ეკოლოგიური დანაშაული სწრაფი ტემპით იზრდება, - ნათქვამია გაერო-სა და ინტერპოლის ერთობლივ ანგარიშში.
„BBC"-ს ცნობით, აღნიშნული დანაშაული დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან, კონკრეტულად ტყის გაჩეხვასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მეთევზეობასთან.
ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის ზარალი 91 მილიარდ დოლარიდან 258 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. 2014 წლისთვის ეკოლოგიური დანაშაულით გამოწვეული ზარალი 213 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
დღეს, ეს დანაშაულებრივი ქმედების მეოთხე ყველაზე მასშტაბური სფეროა კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის შემდეგ.
ამ დანაშაულებრივ სფეროში მოქმედი ადამიანები მაღალ ფულად ანაზღაურებას იღებენ, მათი გამოვლენა კი არც ისე ადვილია. ხშირ შემთხვევაში, აღიშნული საქმიანობიდან შემოსული თანხა ტერორისტების დასაფინანსებლად გამოიყენება.