logo_geo
eng_logo
ზაალ რუხაძე: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება ბოდიბილდინგსა და ფიტნესში
- +

4 ივნისი. 2016. 12:56


 

„5 ივნისს „ივენთ ჰოლში" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება ბოდიბილდინგსა და  ფიტნესში",- განაცხადა  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაალ რუხაძემ. რუხაძის განცხადებით, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც ვაჟები, ასევე გოგონებიც, საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება 5 გამარჯვებულზე. სპეციალურად ამ დღისთვის ბოდიბილდინგში რვა გზის ევროპის და ესპანეთის ჩემპიონი, „მისტერ ოლიმპიას" პრიზიორი პაკო ბაუტისტა ესტუმრა საქართველოს, რომელიც მასტერკლასებს ჩაუტარებს ქართველ სპორტსმენებს. ბილეთების შეძენა გულშემატკივარს შეუძლია ფილარმონიის სალაროებში. რუხაძის განცხადებით, ყველა დასაჯდომი ბილეთი გაყიდულია, მხოლოდ დარჩენილია ფეხზე დასადგომი ბილეთები.



„5 ივნისს, „ივენთ ჰოლში" თბილისის მერიის მხარდაჭერით და პატრონაჟით, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 100 სპორტსმენი, რომლებიც წარმოდგენილები არიან ყველა რეგიონიდან. ჩემპიონატი ემსახურება  დონის ამაღლებას, სპორტის განვითარებას საქართველოში. ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ გამოვლინდება 5 გამარჯვებული, როგორც ბიჭებიდან, ასევე გოგოებიდან, შედგება საქართველოს ეროვნული ნაკრები და სექტემბერში საქართველოს სახელით ესპანეთში  სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში  იასპარეზებენ. საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გადანაწილებულია 8 კატეგორიაზე და ასევე არის ბევრი საჩუქარი კერძო სპონსორებისგან. ჩვენი მიზანია, სპორტსმენებს ხელი შევუწყოთ, რათა საზღვარგარეთ იასპარეზონ", - განაცხადა რუხაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner