logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ, 2020 წლის საარჩევნო პროგრამა პასუხობდეს ყველა მტკივნეულ გამოწვევას
- +

15 აგვისტო. 2019. 18:33

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ, როდესაც 2020 წლის საარჩევნო პროგრამით  წარვდგებით ქართველი საზოგადოების წინაშე, ის პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება არის ერთი გუნდი, რომელსაც აქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა. ეს გასაგებია, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს, მთავარი არის პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner