logo_geo
eng_logo
რა ვითარებაა სოფელ გუგუტიანთკარში – ბოლო ინფორმაცია
- +

15 აგვისტო. 2019. 20:33

 

 

„ამ წუთებში სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა დღის განმავლობაში მე თვითონ ვნახე, როგორ ავლებდნენ ბოძებს. ყველას მოგეხსენებათ სიტუაცია რთულია, პროვოკაციული მოქმედებები გრძელდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ამ საკითხზე რაიმე შემხებლობა აქვს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ ეს უბედურება შეჩერდეს“, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე ზვიად ზვიადაძემ, რომელიც სოფელ გუგუტიანთკარში სახალხო დამცველთან ერთად იმყოფებოდა.

 

მისი თქმით, ეცდებიან, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვის ბაღებზეც გაიარა მავთულხლართებმა და საცხოვრებლის დატოვება უწევთ, მატერიალურად დაეხმარონ.  რაც ეხება წყლის რეზერვუარს, რომლითაც სოფელი მარაგდება, ამ დროისთვის შემხებლობაში არ არის გავლებულ ხაზთან, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, მინისტრის მოადგილე წინასწარ ვერ საუბრობს და ამბობს, რომ მაქსიმალურს გააკეთებენ, პროცესის შესაჩერებლად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner