logo_geo
eng_logo
ქვემო და ზემო შუხუთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
- +

4 ივნისი. 2016. 14:58



ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელებში ქვემო და ზემო შუხუთში  გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაათვალიერეს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ორივე სოფლის გაზიფიცირებისათვის 26 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს. სამუშაობი 2016 წლის ბოლოსათვის დასრულდება და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 750 ოჯახს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში.



2016 წელს გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულდება იგეგმება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორაბერეჟოული, ხიდისთავი, ზენობანი და ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვაბძუში, ბახვში და ლაითურში.  წელს ასევე  დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების  შრომისა და წვერმაღალას და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა  და სამების  გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტი სამუშაოები.



ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25-ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეუძლია.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner