logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ისა და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტულ პირობებს სთავაზობს
- +

4 ივნისი. 2016. 15:09



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ავრცელებს. ივანიშვილი ტელეკომპანიებს „რუსთავი 2"-ისა და „ტაბულას" ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტულ პირობებს სთავაზობს.



ბიძინა ივანიშვილი ორივე ტელეკომპანიას, პირდაპირი ეთერის თარიღად 8 ივნისს სთავაზობს. შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გადაცემის მოდერატორის გარდა, ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითო არხიდან ორმა ან სამმა ჟურნალისტმა.



ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი; შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა რუსთავი 2"-ის და ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას, რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება; მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას; ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება, დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები", - ნათქვამია „რუსთავი 2"-სა და „ტაბულას" მიმართ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაში.



ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილს პასუხს დღის განმავლობაში გასცემს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner