ორეგონის შტატში სატვირთო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავარდა. ავარია პორტ-ლენდიდან 110 კილომეტრში, მდინარე კოლუმბიის ხეობაში მოხდა. ცისტერნების გადავარდნისთანავე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეკოლოგიური ზარალი საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდება. ავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.