logo_geo
eng_logo
ორეგონის შტატში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა
- +

4 ივნისი. 2016. 15:19


 

ორეგონის შტატში სატვირთო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავარდა. ავარია პორტ-ლენდიდან 110 კილომეტრში, მდინარე კოლუმბიის ხეობაში მოხდა. ცისტერნების გადავარდნისთანავე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეკოლოგიური ზარალი საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდება. ავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner