logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას ხვდება
- +

16 აგვისტო. 2019. 20:07

 

 

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლში იმყოფება, სადაც მარნეულის  მუნიციპალიტეტის  სოფლების წითელსოფლის, წერეთელის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობას ხვდება. ის ადგილზე ეცნობა ადგილობრივ პრობლემებს, უზიარებს მათ ინფორმაციას მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების და რეგიონში გათვალისწინებული პროექტების თაობაზე.

„რეგიონში დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტში 60-მდე  პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 7 სკოლის მშენებლობა, ასევე, ორ სკოლას  ჩაუტარდებათ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს დაგეგმილია  5 ამბულატორიის   რეაბილიტაცია, აშენდება 4 ახალი სასწრაფო სამედიცნო დაწესებულება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა წითელსოფლის მოსახლეობა. კერძოდ, სტიქიამ მოქალაქეებს სახლის სახურავები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაუზიანა. ამ ეტაპისთვის  დაზარალებულებისთვის თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც კოვზანაძის ინფორმაციით მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

 

„ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდება  100 000 000 ლარის ჯამური ღირებულების პროექტები, მათ შორის, მარნეულის  მუნიციპალიტეტში  17 000 000  ლარზე მეტი ღირებულების“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner