logo_geo
eng_logo
სეს: თბილისში სასმელი წყალი დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება
- +

16 აგვისტო. 2019. 20:51

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, თბილისში სასმელი წყალი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

 

სააგენტოს ინფორმაციით სასმელი წყლის კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მონიტორინგის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

 

„2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში სასმელი წყლის 63 სინჯი აიღეს, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner