logo_geo
eng_logo
რუსლან აბაშიძე სენაკში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
- +

17 აგვისტო. 2019. 01:46

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სენაკის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

დევნილ მოსახლეობასთან საუბრისას მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, დასაქმების და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებს ეხებოდა.

 

შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, რაც უშუალოდ დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო ინტეგრაციას, მათი დასაქმების, სხვადასხვა პროექტებში ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ მოსახლეობასთან დისკუსიისას ხაზი გაუსვა დევნილ მობინადრეთა ამხანაგობების შექმნის მნიშვნელობას, რაც პრობლემური საკითხების გამოკვეთასა და ეფექტურ გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner