logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკანონო მოქმედებები გუგუტიანთკარში
- +

17 აგვისტო. 2019. 02:35

 

სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „Twitter“-ში ეხმაურება და რუსეთის ქმედებებს გმობს.

 

„შეწუხებული ვარ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის განახლების გამო. პროცესი, რომელიც ინიცირებულია ცხინვალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლების მიერ, აუარესებს ვითარებას უსაფრთხოების კუთხით, აფერხებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და ქმნის მეტ არასტაბილურობას. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონო მოქმედებები“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner