გამოცემა Die Welt-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კანცლერ ანგელა მერკელს სამხედრო ვერტმფრენით, Airbus Cougar AS532-ით გადაადგილება აუკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აპრილის დასაწყისში ნორვეგიაში ანალოგიური ვერტმფრენი ჩამოვარდა. მაშინ ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.