logo_geo
eng_logo
გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა
- +

4 ივნისი. 2016. 15:49



დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.



მეხის ჩამოვარდნის დროს, დაშავებულები როკ-მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდნენ.


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 00:30 საათზე მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner