დასავლეთ გერმანიაში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. 8 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მეხის ჩამოვარდნის დროს, დაშავებულები როკ-მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 00:30 საათზე მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო რამდენიმე დღეა ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.