logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: პრეზიდენტმა იფიქრა, რომ რაღაც ორიგინალური უნდა ეთქვა!
- +

4 ივნისი. 2016. 16:16


 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კორცხელის ინციდენტის შეფასების დროს განაცხადა, რომ მას უჩნდება ეჭვი, რომ „მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ძალადობით უყურებს პოლიტიკურ პროცესებს". პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გაზეთ „ალიაში" ეხმაურება. ქანთარიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს პრეზიდენტი ამ განცხადებაში.


„არ ვიცი, რა ეჩვენება ბატონ პრეზიდენტს  ან რა მოეჩვენა, რომელი მანერების ან გარკვეული მიხვრა-მოხვრის ხალხი აღმოაჩინა „ქართულ ოცნებაში", ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ ის გულისხმობს, რომ შეურაცხყოფაზე მკვეთრი პასუხი გასცა ზოგიერთმა და ის ამას არქმევს „ძველ ბიჭებს" თუ „კაი ბიჭებს" თუ „მოძველბიჭო ელემენტებს", ეს მას უნდა ვკითხოთ. ალბათ, პრეზიდენტმა იფიქრა, რომ რაღაც ორიგინალური უნდა ეთქვა და ეს ტერმინი გაიხსენა, თორემ შეეძლო უფრო მარტივად აეხსნა, რას გულისხმობს", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner