logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა
- +

18 აგვისტო. 2019. 11:39

 

 

17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ქობულეთის გუნდები მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა. ახალსოფლელებმა ფინალში ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, პენალტების სერიაში 5-4 დაამარცხეს და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლნენ.

 

ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

 ..

right_banner right_banner
არქივი
right_banner