logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია, დიმიტრი ხუნდაძესთან და მზია გიორგობიანთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
- +

18 აგვისტო. 2019. 11:40

 

 

ზაზა გაბუნია,  დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან  ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია,  მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან  ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში, სიმონიანთხევსა და სიონში  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემურ საკითხებს ადგილზე გაეცნენ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის პრობლემები  მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ესაა საგზაო იფრასტრუქტურა და წყალანირება. ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს  პრობლემებზე დროულ რეაგირებას  და  გამოკვეთილი საჭიროებების მოგვარებისთვის მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას დაპირდნენ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner