ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ზაფხულის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის გაზრდას ელოდება, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს.
„ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტში, ასევე განწყობების ნაწილში",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.