ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მართალი ხართ, მიშას დროს ხელისუფლება სხვანაირად მოიქცეოდა, რა თქმა უნდა.
მიშა ჩავიდოდა რომელიმე ევროპელ ლიდერთან ერთად, კუდის თანამშრომლებს ააფეთქებინებდა ავტობუსს, საოკუპაციო ზოლიდან 10 კილომეტრში დადგებოდა, წაათრევდა თავის ტრიბუნას, გამართავდა ბრიფინგს, პუტინ ხუილოო იწივლებდა და წამოვიდოდა უკან, ამ დროს ბოკერია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებდნენ იმაზე, თუ როდის რა მოხდებოდა. გრიგოლ ვაშაძე წავიდოდა მოსკოვში, იქ გაინაწილებდნენ ტერიტორიებს, ხვალაც ჩავიდოდა მიშა, რამდენიმე რუსს ჯარისკაცთან იბლატავებდა (წინასწარ გაფრთხილებულები იქნებოდნენ და ტყვიებიც არ ექნებოდათ), იქიდან დაბრუნებული კაბინეტიდან სიცილით გამართავდა თათბირს და იქაც პუტინ ხუილოო იტყოდა...... ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ დაიწყებოდა შეტაკება და მინიმუმ 10 კილომეტრს რუსეთი ისევ წაიღებდა, დაიღუპებოდა უამრავი ვაჟკაცი ჯარისკაცი, მეორე დღეს მიშა იტყოდა ომი მოვიგეთო და მიიღებდა მინიმუმ 9 მილიარდსა და ათასობით ქართველ ლტოლვილს....
დიახ, მართალი ხართ, დღეს რომ მიშას ხელისუფლება იყოს, სხვანაირად მოიქცეოდა.
ნანახის გახსენება და მოდელირება - წერტილი!“, - წერს ლატარია.