საქართველოს პარლამენტის წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს-ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“, – აცხადებს გეგიძე.
რასთან დაკავშირებით არის დაბარებული გამოკითხვაზე დეპუტატი, ამ დროისათვის უცნობია.