მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს.
ტურისტები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გამყოლი გიდის გარეშე დღეს დილით გაემართნენ უშბასკენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
ტურისტები ამ წუთებში მესტიის საავადმყოფოში გადაჰყავთ.