logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

18 აგვისტო. 2019. 19:30

 

 

„უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს“,- ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ 17-18 აგვისტოს გატაცებული რვა მოქალაქის შესახებ საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

„შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ყველა მექანიზმი ჩართულია რომ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება მოხდეს დაუყოვნებლივ. რამდენჯერმეა უკვე ცხელი ხაზი ამოქმედებული, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამ ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება ის პასუხი, რომელიც მათ გათავისუფლებას უკავშირდება. შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ გუშინ ადგილზე დაკავებულთა ოჯახებთან“,- განაცხადა ციხელაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

 

მინისტრის შეფასებით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები იმ ვითარების ფონზე, რომელიც დღეს არის შექმნილი, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

 

„ცხადია, რომ ასეთი უკანონო ზომა, მით უფრო, ახლა როცა რამდენიმე დღის წინ ჩვენ გუგუტიანთკარში გვქონდა ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი უკანონო ეპიზოდი, ამძიმებს ამ ფონს და ამძიმებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარებას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner