logo_geo
eng_logo
თბილისის „დინამომ“ რომან გოცირიძეს უპასუხა - ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია
- +

19 აგვისტო. 2019. 12:17

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას კრიტიკული წერილით მიმართა. დეპუტატმა „Facebook“-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „დინამოს“ მმართველები UEFA-სგან მიღებულ სანქციებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და იმის ნაცვლად, რომ გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომების გამო ბოდიში მოიხადონ, მათ გამართლებას ცდილობენ.

 

ცხადია, პოლიტიკოსის ამ განცხადებას კლუბის დაუყოვნებლივი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ კლუბი UEFA-ს სანქციებს არასამართლიანად მიიჩნევს.

„ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და თბილისის „დინამოს“კრიტიკით დაკავდით, თუმცა, თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან, თუ რა მოხდა.

 

„დინამო“ მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა არასამართლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელი.

 

ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. „დინამო“ მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მისი დაკნინებით ხართ დაკავებული.

 

„დინამო“ თბილისისთვის შეურაცხმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას“, - წერია „დინამოს“ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner