„გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭო - საქართველოში“ პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი განცხადებას ავრცელებს.
„გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭო და არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავენ პრესკონფერენციას სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში ა.წ. 20 აგვისტოს, 16 საათზე.
თემა: ბრაზილიის მარანიანის შტატის ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“, საქართველოს ტურიზმის, ჩაის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიწვევა.
სასტუმროს მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1“, - ნათქვამია განცხადებაში.