შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის კერა.
შემთხვევის ადგილზე, დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც უამინდობის მიუხედავად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.
დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ეკალ-ბარდი და დაზიანებულია რამდენიმე ხე.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.